პრემიუმ ტრეიდინგი

34 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
ჰორეკა
მიმტანი
მენეჯმენტი
სლოგანი
More Than a Moment
მისამართი
34 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

ვენური საოჯახო კომპანია იულიუს მაინლი, 160 წელზე მეტია ეწევა ყავის მოხალვისა და ჩაის მოწოდებას მსოფლიოს წამყვანი პლანტაციებიდან, მუდმივად სრულყოფს წარმოების პროცესს და ინარჩუნებს საკუთარი პროდუქციიის პრემიალურ ხარისხს. მარცვლის მოხალვა ძალიან დელიკატური პროცესია, საჭიროებს დროს, ყურადღებასა და სპეციალურ უნარებს. ამიტომ როცა იულიუს მაინლ I-მა 1862 წელს გადაწყვიტა თავისი მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა მოხალული ყავა, ნაცვლად ნედლი ყავისა (ამ დრომდე ყავა იხალებოდა სახლის პირობებში), იდეა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული და დროული. ამ დროიდან იულიუს მაინლი - ყველაზე პოპულარული ყავაა ავსტრიაში და ბრენდმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება. 2010 წელს საქართველოში გაიხსნა იულიუს მაინლის ოფიციალური წარმომადგენლობა. - "იულიუს მაინლი საქართველოში’’ . ჩვენი ადგილობრივი გუნდი გთავაზობთ: · პრემიუმ კლასის ყავასა და უმაღლესი ხარისხის სერვისის; · პროფესიონალ ბარისტების ჯგუფის; · ბარისტას გადასამზადებელ ტრენინგ ცენტრს; · მარკეტინგულ მხარდაჭერას; · თანამედროვე ყავის აპარატების ფართო არჩევანს ; · ყავისა და ჩაის სეზონური ტრენინგებსა და მასტერკლასებს; · მაღალკვაიფიციურ გუნდს; · პროფესიული ,ტექნიკური მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს 500 მდე ბიზნეს პარტნიორს, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაცნობიერებული და შეფასებული აქვთ Julius Meinl - ის უპირატესობა .

მიმდინარე ვაკანსიები

ვაკანსიები ვერ მოიძებნა აღმოაჩინე ვაკანსიები