PRIME LEGAL

ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Category
Legal services
Location
ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials

Employer summary

PRIME LEGAL დაფუძნდა 2019 წელს და ერთი მისიის გარშემო გააერთიანა მაღალკვალიფიციური იურისტები და ადვოკატები. კომპანიის შექმნის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ მომხმარებლებისთვის ისეთი იურიდიული მომსახურების მიწოდება, რომელიც გააუმჯობესებდა აუთსორს მომსახურებასა და აუთსორსთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემდა ესარგებლა იურისტის/ადვოკატის ადგილზე ვიზიტის სერვისითაც. ჰიბრიდული მომსახურება ბიზნესს საშუალებას აძლევს ნაკლები დანახარჯებითა და სხვადასხვა განხრით კვალიფიკაციის/გამოცდილების მქონე იურისტების დასაქმების გარეშე, ისარგებლოს იურიდიული დეპარტამენტის სრული მომსახურებით. კომპანიის დაფუძნებისას ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ხარვეზები და შეფერხებები, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად აწყდებოდნენ იურიდიული მომსახურების მიღებისას, როგორიცაა იურისტთან/ადვოკატთან გართულებული კომუნიკაცია, მომსახურების მიღების ხანგრძლივი ვადები, უცხო ენაზე მომსახურების მიღების შეუძლებლობა და სხვ. არსებულის გათვალისწინებით, PRIME LEGAL მომხმარებელს სთავაზობს ეფექტურ, მოქნილ და მისი მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილ ინდივიდუალურ მომსახურებას და ანაზღაურების პირობებს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით კომპანიის იურისტთან/ადვოკატთან დაკავშირებას და 1 სამუშაო დღის ვადაში მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე იურიდიული მომსახურების მიღებას.

Popular vacancies

No vacancies found Discover vacancies