კავკასიონის მთების სამხრეთით, თბილისთან ახლოს, მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს კერა, კახეთში, მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული სასტუმრო-კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს.
მისი მშენებლობა 2010 წელს ყვარლის ტბის მიმდებარედ დაიწყო და დღეს ის უკვე მოიცავს 41 ნომრიან, თანამედროვე დიზაინის, კეთილმოწყობილ სასტუმროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას
ადაპტირებულ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 120 სტუმრიანი საკონფერენციო დარბაზით, ბარ-რესტორანით, ველობილიკებით, აუზით, გამაჯანსაღებელი და გასართობი სივრცეებით.
კურორტი უნიკალური ადგილია როგორც ოჯახური შეკრებებისათვის, ასევე საქმიანი შეხვედრების, ღონისძებებისა და ქორწილებისათვის.
სასტუმროს მყუდრო ტერასიდან, ისევე, როგორც თითოეული ნომრიდან შესაძლებელია ალაზნის ველის, 44 ჰექტარზე გადაჭიმული ბუნებრვი ტბისა და ტყის პანორამული ხედებით ტკბობა.
თანამშრომლებთან, საყვარელ ადამიანებთან, თუ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად კომპლექსის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავი სხვადასხვა აქტივობით შეიქციონ.
წყლის ველოსიპედი, თხილამურები, თევზაობა, ექსკურსიები და ტბის ირგვლივ კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკი დამსვენებლებისათვის საინტერესო თავგადასავალი და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
ბარ-რესტორნის სტუმრებს გამორჩეული სამზარეულო, მრავალფეროვანი გემო და ჯანსაღი პროდუქტისაგან მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები დახვდებათ.
სასტუმრო კომპლექსი “ყვარლის ტბა” მისი უნიკალური მდებარეობით, განსაკუთრებული დიზაინითა და მომსახურების მაღალი სერვისით გამოირჩევა. ის სასტუმროს როგორც ზრდასრულ, ასევე პატარა დამსვენებლებს წლის ნებისმიერ დროს სიმყუდროვესა და დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდება.