სააგენტო გეგიძე

17a უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
კატეგორია
ბიზნეს-კონსულტაცია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ადამიანური რესურსები
ციფრული მარკეტინგი
მარკეტინგი
ოპერაციები
გაყიდვები
სლოგანი
Digital & Business Consulting for startups, SMBs & Agencies
მისამართი
17a უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები

დამსაქმებელი

გეგიძე 2017 წელს თბილისში დაარსდა, როგორც კრეატიული სააგენტო შექმნილი იმისთვის, რომ დიდი ბრენდები აეშენებინა და განევითარებინა. 2019 წელს ჩვენი სააგენტო საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც 100%-ით დისტანციურად დაიწყო მუშაობა. ამან ჩვენს ტალანტებს შესაძლებლობა მისცა ემუშავათ ევროპის ისეთი ციფრული ჰაბებიდან, როგორებიცაა ბერლინი, დუბლინი, ვარშავა და ტალინი. დღეს ჩვენს ტალანტებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად ან თბილისის ცენტრში მდებარე ჩვენი 24/7 ღია ოფისიდან იმუშაონ. წლების განმავლობში ჩვენი სერვისების ასორტიმენტი გავზარდეთ და ახლა საკუთარ თავს წარვადგენთ, როგორც სააგენტოს, რომელიც სერვისად უბრალოდ პრობლემების გადაჭრას სთავაზობს კომპანიებს - იქნება ეს პერსონალის გაზრდა, ციფრული მარკეტინგი, ვებ დეველოპმენტი თუ დიზაინი - მომხმარებლებს ყველაფერს ვთავაზობთ. ჩვენი მთავარი მიზანია მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება და ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების მიწოდება მთელ მსოფლიოში. იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, ჩვენს მთავარ აქტივზე - ჩვენს ტალანტებზე მაქსიმალურად ვზრუნავთ! როცა გუნდის ახალი წევრები გვიერთდებიან, ვისწრაფვით, მათთვის უნიკალური სამუშაო გარემო - კომფორტისა და მუდმივი განვითარების შესანიშნავი ნაზავი შევქმნათ, რათა ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა უზრუნველვყოთ. გარდა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობისა, გეგიძე ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს სხვადასხვა სარგებელს, როგორიცაა კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა, სპორტული დარბაზის აბონიმენტი, თვითგანვითარების კურსები, უმაღლესი დონის აპარატურა, საზოგადოებრივი ღონისძიებები, შეკრებები და მრავალი სხვა.

მიმდინარე ვაკანსიები