კომპანია "ფანკი ბრენდს" არის სტარტაპი, რომელსაც შემოაქვს დიჯიტალ მეგობრული ბრენდები საქართველოში და ამ პროდუქტების ქართულ ბაზარზე გატანა ხდება ონლაინ არხებით. ერთერთი პირველი ასეთი ბრენდი არის "Franui", რომლის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში კომპანია "ფანკი ბრენდს".
ჩვენ შევქმენით დისტანციურად მომუშავე გუნდი, რათა მიენიჭოს პრიორიტეტი თანამშრომლების მოქნილობას და მოვიზიდოთ მოტივირებული გუნდის წევრები. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს ფოკუსირება მოვახდინოთ რესურსების ზრდასა და ინოვაციებზე და ხელი შევუწყოთ დინამიურ სამუშაო გარემოს, რომელიც მოერგება თანამედროვე ციფრულ სამყაროს.