შპს როუთსტარ ჯორჯია საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ეწევა სადისპეჩერო საქმიანობას, რაც გულისხმობს ჩვენი კონტრაქტორი მომხმარებლებისთვის ტვირთების მოძიებასა და ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე ტვირთის ტრანსპორტირების გაკონტროლებას. ჩვენი კომპანია ერთ ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე რომელიც უზრუნველყოფს სადისპეჩერო მომსახურებას აშშ-ში. კომპანია 4 წელია წარმატებულად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას აშშ-ს ბაზარზე და ყოველდღიურად ცდილობს გაფართოვებას და განვითარებას.