პრემიუმი

იურისტის თანაშემწე

27 თებერვალი - 01 მარტი
დეტალები
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.


„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

www.iciparis.ge; https://www.linkedin.com/company/iciparis/


 „ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა

სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი


  ძირითადი მოვალეობები:


  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
  • შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადება;
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება სასურველია;
  • MS Office ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა:
  • ინგლისური (მაღალ დონეზე)


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • ბრენდული საჩუქრები
  • სამოტივაციო აქტივობები


დამატებითი ინფორმაცია


კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
  • გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;


რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ew7EQegc


გისურვებთ წარმატებას!


"აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ, როგორც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში მოქმედმა მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ამავე კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163) იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით შენახვა და მათი მაქსიმალური დაცვა. შპს "ჰელიო აი" (ს/კ 406404163), მოქმედი, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით."

მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
27 თებერვალი - 01 მარტი