Premium

ტვირთების მონიტორინგის ოპერატორი

03 June - 01 July
Details
Address
28 ქერჩის ქუჩა, თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Shifts
Working type
Office
Working hours
09:00 - 17:00
Languages
ქართული, English, Русский
Experience
Not required
Education
Secondary education
Department
Customer service
Skills
პუნქტუალური, კომუნიკებულური

Vacancy description

ვაკანსია გვაქვს ტვირთების მონიტორინგის ოპერატორის ანუ თრექინგის პოზიციაზე, რაც გულისხმობს დისპეჩერების მიერ აღებული ტვირთის გაკონტროლებას ტვირთის აღების წერტილიდან ტვირთის ჩატანის წერტილამდე.

შენი მოვალეობა იქნება გააკონტროლო მძღოლის/ტვირთის მოძრაობა, ვისაც ჩვენი კომპანიის მიერ აღებული ტვირთი გადააქვს, რაც გულისხმობს გარკვეული დროის ინტერვალში მძღოლის ადგილმდებარეობის დადგენას, ასევე მძღოლისთვის დახმარებას ტვირთის აღების ან ჩაბარების მომენტში, დახმარებაში შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ტვირთის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიწოდება მძღოლისთვის ასევე ენის ბარიერის მხრივ დახმარებას.

ვმუშაობთ ოფისიდან, არ განვიხილავთ დისტანციურად მუშაობას აღნიშნულ პოზიციაზე!

აუცილებელი მოთხოვნებია:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა
  • კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება

ასევე:

  • იყოთ პოზიტიური.
  • შეგეძლოთ პრობლემების მოგვარება.
  • მარტივად და ღიად შეხვიდეთ კომუნიკაციაში როგორც დამკვეთთან ასევე მძღოლთან.
  • სასურველია რომ გქონდეთ გამოცდილება აღნიშნულ სამსახურში.

მოცემული პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლოა და ასევე სტრესული რადგან გიწევთ დამოუკიდებლად მიიღოთ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები.

სამუშაო განრიგი დაყოფილია ცვლებად/შიფტებად, კვირაში იმუშავებთ 4 დღე, როგორც პირველ ცვლაში ისე მეორეში.  ასევე გაითვალისწინეთ სამუშაო დროის განმავლობაში ოფისში იმყოფებით მარტო.

  • პირველი ცვლა/შიფტი 01:00-დან 09:00-მდე
  • მეორე ცვლა/შიფტი 09:00-დან 17:00-მდე


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 

მადლობა, აბა გელოდები!
Location
28 ქერჩის ქუჩა, თბილისი, საქართველო
03 June - 01 July