პრემიუმი

საბანკეტოს მიმტანი

12 აგვისტო - 11 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Fabrika აცხადებს ვაკანსიას  საბანკეტოს მიმტანი-ს პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • უზრუნველყოს საკონფერენციო ოთახების მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მოაწესრიგოს ღონისძიებების სივრცეები და უზრუნველყოს მაგიდების სწორად და ესთეტიურად გაწყობა;
  • უზრუნველყოს კერძების, სასმელების და დესერტების დროულად და სუფთად გატანა;
  • აკონტროლოს საკონფერენციო ოთახებში გამოყენებული ტექნიკა და ინვენტარი, უზრუნველყოს მათი სწორად გამოყენება და უსაფრთხოდ დასაწყობება. დაზიანებების ან ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში – უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
  • ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს საკონფერენციო ოთახის დალაგება;
  • მოემსახუროს სტუმრებს თავაზიანად და პროფესიონალურად;
  • მოახდინოს დროული რეაგირება სტუმრის მხრიდან ინიცირებულ საკითხებზე; გაითვალისწინოს კომენტარები/რეკომენდაციები და მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
  • მიიღოს მონაწილეობა ღონისძიების დაგეგმვის პროცესში;
  • ეფექტურად ითანამშრომლოს საოპერაციო რგოლის მენეჯერებთან, სამზარეულოს და სერვისის თანამშრომლებთან;
  • ფლობდეს ინფორმაციას სიახლეებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე;
  • უზრუნველყოს მასალების მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს მათ შევსებაზე;
  • უზრუნველყოს მომსახურების სტანდარტების მაქსიმალური დაცვა;

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/uXT27rRAvH
სოციალური ქსელები
12 აგვისტო - 11 სექტემბერი