სტანდარტული

კუპაჟის დამხმარე

14 ნოემბერი - 19 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1400 ₾
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კვების ტექნოლოგიის მიმართულება -კუპაჟის დამხმარე

მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 17 მ
კომპანია: არომაპროდუქტი / Georgia’s Natural

გაინტერესებს სასმელების და სოუსების   წარმოების ტექნოლოგიური პროცესი და გინდა მიღო პრაქტიკული გამოცდილება საწარმოში?
მაშინ ეს პოზიცია შენთვის არის შექმნილი
ჩვენ ვეძებთ კვების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს  რომლებსაც სურთ პროფესიულ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და განვითარება.

ფუნქცია მოვალეობები:

  • დაეხმაროს კუპაჟის ოპერატორს კუპაჟირების პროცესის შესრულებაში;
  • უზრუნველყოს ავზებისა და ხელსაწყოების გამზადება სამუშაოსთვის (დამუშავება, რეცხვა, დეზინფექცია);
  • აწარმოოს ნედლეულის მიღება, მითვლა და კუპაჟირებისათვის მომზადება;
  • უზრუნველყოს ნედლეულის, კუპაჟირებული პროდუქტის და დამატებული ინგრედიენტების ზუსტი აღრიცხვა;
  • დაიცვას ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტები სამუშაო პროცესში;
  • სამუშაო დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს სამუშაო ადგილი;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც უკავშირდება კუპაჟირების და ხარშვების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ვის ვეძებთ:

  • კვების ტექნოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების  კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს 
  • სასმელების/კვების წარმოების ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს
  • ყურადღებიან, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირებს
  • მათ ვინც მზად არის  ისწავლოს პრაქტიკული სამუშაო პრეცესიდან და განვითარდეს;
ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გამოცდილებას 
  • პრაქტიკულ ცოდნას ტექნოლოგიურ პროცესებში
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას საწარმოს ტექნოლოგიურ მიმართულებაში
რეგისტრაციის გასავლელად და რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/F4HZY 

კატეგორია
საწყობი და წარმოება
სოფლის მეურნეობა
ჰორეკა
საცალო ვაჭრობა
სლოგანი
„Georgia`s Natural”-ი შექმნილია ისეთი ადამიანებისათვის: ვინც იმსახურებს საუკეთესოს, ვინც მუდამ შრომობს და ვითარდება, ვინც ქმნის და არის შემოქმედი, აქვს მიღწევები და გამარჯვებები, ზრუნავს საკუთარ თავზე და გარშემომყოფ ადამიანებზე, აქვს სოციალური პასუხისმგებლობა გარემოსა და მომავლის მიმართ.
მისამართი
დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
14 ნოემბერი - 19 ნოემბერი