standart

სასტუმროს ადმინისტრატორი

20 January - 23 January
Details
Address
Tbilisi
₾
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კიკეთის ფერმის სასტუმროები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასტუმროს ადმინისტრატორი,
ქალაქში - თბილისი,


ჩვენს შესახებ:

კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.


სამუშაო პირობები:

მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28

გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 09:00-18:00

ანაზღაურება: 1500 ლარი


მთავარი პასუხისმგებლობები:


  • სტუმრების მიღება და რეგისტრაცია
  • ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ფასებისა და სერვისების შესახებ
  • სატელეფონო და ელ.ფოსტის კომუნიკაციის მართვა
  • საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • ბრუნვების კონტროლი — ყოველდღიური და თვიური შემოსავლების შეჯამება, ანალიზი და ორგანიზება
  • პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია როგორც სტუმრებთან, ისე გუნდის წევრებთან


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები
  • ამ სექტორში ან თემატურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია


ბენეფიტები:


  • კვების უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტის უზრუნველყოფა
  • სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა


CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “კიკეთის ფერმამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!



            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
            

Category
Marketing
PR
Education
Tourism
Management
HORECA
Slogan
ახალი ეკოსისტემა თბილისთან ახლოს
Location
9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 January - 23 January