სტანდარტული

ივენთების ხელმძღვანელი

20 მარტი - 25 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
2300 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ივენთების ხელმძღვანელი,


ქალაქში - თბილისი,


ჩვენს შესახებ:


კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.


სამუშაო პირობები:


მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28

გრაფიკი: კვირაში 5 დღე |

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ანაზღაურება: 2300 ლარიდან.


ძირითადი მოვალეობები:

 

  • ივენთებისა და აქტივობების კოორდინაცია და მხარდაჭერა;
  • ღონისძიებების დეტალური გეგმის მომზადება, კრეატიული კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი პროცედურების მონიტორინგი;
  • განსაზღვრული ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შესრულება (KPI);
  • დეტალური გეგმების შედგენა - ლოკაცია, დეკორაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, ლოჯისტიკა და სხვა.
  • კარგი ურთიერთობის შენარჩუნება კორპორატიულ ორგანიზაციებთან;
  • თვალ-ყური ადევნოს ყველა ღონისძიების წარმატებულად და უპრობლემოდ ჩატარებას;
  • ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, უზრუნველყოს დარეგისტრირებული დელეგატების წინასწარი გაფრთხილება და საჭიროებისამებრ საზღაურის კომპენსირება;
  • გააანალიზოს ჩატარებული ღონისძიებები, შეიმუშაოს გამართული ღონისძიების შეფასების საზომი ერთეულები;
  • კოორდინაცია სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოებთან, ვინც იქნება ჩართული პროცესში;
  • ჩარიცხვების მონიტორინგი- რეპორტინგი, გაწერილი ფაილების სტუმრებთან გაზიარება და უკუკავშირის ხელმძღვანელებთან გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები
  • აუცილებელია ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ბენეფიტები:


  • კვების უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტის უზრუნველყოფა
  • სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა


CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს “კიკეთის ფერმამ” დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.


გისურვებთ წარმატებას!


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/ABDbSx7b
კატეგორია
მარკეტინგი
PR
განათლება
ტურიზმი
მენეჯმენტი
ჰორეკა
სლოგანი
ახალი ეკოსისტემა თბილისთან ახლოს
მისამართი
9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 მარტი - 25 მარტი