standart

რანერი-მიმტანის დამხმარე

28 მაისი - 27 ივნისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას რანერის-მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • იღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს დროულ მომსახურებას;
  • აცნობს სტუმრებს ყოველდღიურ სპეციალურ შეთავაზებებს;
  • სტუმრებისთვის განმარტავს მენიუში არსებულ კერძებს, აღწერს ინგრედიენტებს და მომზადების მეთოდებს;
  • ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და იღებს ზომებს პრობლემის გადასაჭრელად (მენეჯერთან კოორდინაციის საშუალებით);
  • სტუმრების ნებისმიერ უკმაყოფილებას ატყობინებს რესტორნის მენეჯერს;
  • ამზადებს მაგიდებს, აწყობს ჭიქებს, თეფშებს და ა. შ.;
  • აცილებს სტუმრებს შესაბამის მაგიდამდე;
  • ამზადებს ანგარიშს (დეტალური/ჯამური);
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა.

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
  •  დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვირაში 40-საათიან სამუშაო განაკვეთს 5/2-ზე;
  • დილის ცვლა: 08:00-17:00;
  • საღამოს ცვლა: 16:00-01:00;
  • თბილისის მასშტაბით ღამის ცვლაში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია;
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 900 ლარი
28 მაისი - 27 ივნისი