"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14) სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით) ინდუსტრია: გემბლინგი/სათამაშო ბიზნესი
Setanta Bet-ის გუნდი ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და მოტივირებულ სოციალური მედია მენეჯერს, რომელიც ჩაიბარებს კომპანიის სოციალური არხების მართვას, იზრუნებს აუდიტორიასთან აქტიურ კომუნიკაციასა და ბრენდის ციფრული იმიჯის განვითარებაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
კონტენტის შექმნა, მართვა და განთავსება
კონტენტის დეპარტამენტისგან მიღებული მედია გეგმის გათვალისწინებით, კომპანიის სოციალური მედიის ჩენელების მიზნობრივ გვერდებზე კონტენტის განაწილება და განთავსების უზრუნველყოფა;
მონიტორინგი და განახლება
მიზნობრივ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
კომპეტენციების ფარგლებში, უშუალო მენეჯერისგან მიღებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
კომპეტეციები და უნარები:
სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კონტენტის შექმნისა და მართვის გამოცდილება;
ქოფირაითინგის გამოცდილება (გამართული ტექსტების წერის უნარი);
სპორტის სფეროს ცოდნა/ინტერესი ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
კრეატიული აზროვნება;
დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება;
სწრაფად ცვალებად და დინამიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება.