standart

ადამიანური რესურსების მენეჯერი

18 June - 18 July
Details
Address
Ajaria
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის (HR Manager) პოზიციაზე.

პროექტი: Wyndham Garden Kobuleti

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის HR პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია;
  • რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
  • სასტუმროსა და დეველოპერული პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო აღწერილობების (Job Descriptions) მომზადება და განახლება;
  • თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და კონტროლი;
  • შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და განვითარების სისტემების დანერგვა;
  • ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • HR ბიუჯეტისა და პერსონალის დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა;
  •  მენეჯმენტისთვის HR ანგარიშების მომზადება და KPI-ების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სფეროში;
  • სასურველია გამოცდილება სასტუმრო, დეველოპერულ ან მომსახურების სექტორში;
  • საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
  • რეკრუტინგის მართვის თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
  • HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების გამოცდილება;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • HR პროგრამებთან და MS Office-ის სრულყოფილად ფლობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • ძლიერი კომუნიკაციის, ლიდერული და მოლაპარაკების უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას;
  • უნიკალურ გამოცდილებას როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.

ლოკაცია: ბათუმი

გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: HR Manager.

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს განაცხადს!
18 June - 18 July