standart

რესტორნის სერვისის მენეჯერი

08 July - 07 August
Details
Address
81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
2500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის სერვისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებას და სერვის პროცესების ეფექტურ მართვას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 2500 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის სერვის პროცესების ორგანიზება და კონტროლი
  • სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
  • მიმტანებისა და სერვის პერსონალის მართვა, გადამზადება და განვითარება
  • მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი შესრულების მონიტორინგი
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის ეფექტურად მართვა
  • სერვის პროცესებში ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესება
  • სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა სერვის გუნდისთვის
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სერვისის ნაწილში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რესტორნის სერვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • ძლიერი კომუნიკაციისა და სტუმართმოყვარეობის უნარები
  • სერვის სტანდარტებისა და სტუმრის გამოცდილების მართვის ცოდნა
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
  • პასუხისმგებლობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შენახულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Category
Horeca
Location
81 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
08 July - 07 August