Premium

ოფის მენეჯერი / კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

26 July - 25 August
Details
Address
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
Salary
1500 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

ვაკანსია — ოფის მენეჯერი / კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი


ტაქსოპარკი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს მძღოლებისა და კურიერების მომსახურებაზე, რეგისტრაციასა და ყოველდღიური საოფისე პროცესების მართვაზე.


ძირითადი მოვალეობები


  • ოფისში მოსული მძღოლებისა და კურიერების მიღება, მომსახურება და კონსულტაცია;
  • ახალი მძღოლებისა და კურიერების რეგისტრაცია;
  • საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
  • შემომავალ და გამავალ სატელეფონო ზარებზე მუშაობა;
  • ონლაინ შეტყობინებებზე დროული პასუხის გაცემა;
  • სამუშაო პირობებისა და აპლიკაციის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მძღოლებისა და კურიერების აქტივობის მონიტორინგი;
  • არააქტიურ მძღოლებთან და კურიერებთან დაკავშირება, მიზეზების გარკვევა და მათ გააქტიურებაზე მუშაობა;
  • არსებული მონაცემთა ბაზის განახლება და ახალი მონაცემების დამატება;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური გეგმის შესრულებაზე აქტიური მუშაობა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • ოფისის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება.

მოთხოვნები


  • კლიენტებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა და მაღალი სამუშაო ტემპით მუშაობის უნარი;
  • შედეგსა და თვიური გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია.

ჩვენ გთავაზობთ


  • კომფორტულ ოფისს საბურთალოზე;
  • სასიამოვნო, მოწესრიგებულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • ადგილზე სრულფასოვან გადამზადებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის №48


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–შაბათი, 10:00–18:00

კვირა — დასვენების დღე


ანაზღაურება: 1500 ლარი + მაღალი ბონუსების სისტემა


CV-ის გამოგზავნამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს. განვიხილავთ კანდიდატებს, რომელთა ცოდნა და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას.


დაინტერესების შემთხვევაში  გამოგზავნეთ  CV გ

Location
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
26 July - 25 August