ვაკანსია — ოფის მენეჯერი / კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
ტაქსოპარკი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს მძღოლებისა და კურიერების მომსახურებაზე, რეგისტრაციასა და ყოველდღიური საოფისე პროცესების მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ოფისში მოსული მძღოლებისა და კურიერების მიღება, მომსახურება და კონსულტაცია;
- ახალი მძღოლებისა და კურიერების რეგისტრაცია;
- საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
- შემომავალ და გამავალ სატელეფონო ზარებზე მუშაობა;
- ონლაინ შეტყობინებებზე დროული პასუხის გაცემა;
- სამუშაო პირობებისა და აპლიკაციის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მძღოლებისა და კურიერების აქტივობის მონიტორინგი;
- არააქტიურ მძღოლებთან და კურიერებთან დაკავშირება, მიზეზების გარკვევა და მათ გააქტიურებაზე მუშაობა;
- არსებული მონაცემთა ბაზის განახლება და ახალი მონაცემების დამატება;
- კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური გეგმის შესრულებაზე აქტიური მუშაობა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება;
- ოფისის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება.
მოთხოვნები
- კლიენტებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა და მაღალი სამუშაო ტემპით მუშაობის უნარი;
- შედეგსა და თვიური გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია.
ჩვენ გთავაზობთ
- კომფორტულ ოფისს საბურთალოზე;
- სასიამოვნო, მოწესრიგებულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ადგილზე სრულფასოვან გადამზადებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის №48
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–შაბათი, 10:00–18:00
კვირა — დასვენების დღე
ანაზღაურება: 1500 ლარი + მაღალი ბონუსების სისტემა
CV-ის გამოგზავნამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს. განვიხილავთ კანდიდატებს, რომელთა ცოდნა და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV გ