Premium

ბუღალტერი

17 November - 17 December
Details
Address
52 ავჭალის ქუჩა, თბილისი
₾
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
3-5 years
Education
Bachelor
Department
Finances

Vacancy description

ვაკანსია – ბუღალტერი

კომპანია „აიესკო“ -ინდუსტრიული დანადგარების რეალიზაციისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია – აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული პროცესების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
  • დღგ-ისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • იმპორტის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა;
  • სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვისა და კონტროლის გამოცდილება;
  • შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოება;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება;
  • შესყიდვების, გაყიდვებისა და სასაქონლო ოპერაციების აღრიცხვა;
  • იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • სასაქონლო მარაგებისა და საწყობის ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიღება, დამუშავება და კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდული ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების (რეპორტინგის) უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე (3+3 თვე), შუალედური შეფასებით პირველი 3 თვის დასრულების შემდეგ;
  • გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • სამუშაო ადგილი: კომპანია „აიესკო“, მისამართი: ავჭალის ქუჩა N52

დაინტერესებულ კანდიდატებს:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და მიუთითოთ სასურველი ანაზღაურების ოდენობა.

კომპანია „აიესკო“ გთავაზობთ პროფესიულ გარემოს და დამოუკიდებელი მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

www.iesco.ge

Category
Other
Slogan
შენი საწარმოს ახალი სუნთქვა
Location
52 ავჭალის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
17 November - 17 December